გიგი წერეთელი - ეუთო/ოდირის მწვავე დასკვნა „რუსულ კანონზე“ არასამართლიან საარჩევნო გარემოზეც მიუთითებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის, გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ოფისის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაკეთებული დასკვნა „ძალიან მკაფიოა და აღნიშნავს, რომ ეს რუსული სულისკვეთების კანონი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და გასაწვევია“.

მისი თქმით, ეუთო-ს ეს ოფისი მსოფლიოში საარჩევნო მონიტორინგის მთავარი სტრუქტურაა და მისი შეფასებები გადამწყვეტია.

„აღნიშნული დასკვნა ლოგიკურად მიგვითითებს, რომ ამ კანონის პირობებში საარჩევნო გარემო ვერ იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხოლო ეს ვალდებულება საქართველოს, როგორც ეუთო-ს წევრ ქვეყანას, აღებული აქვს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს