ნიკა ობოლაძე - ხალხის პროტესტი არ გაჩერდება და რამდენიმე კვირაში, თუ თვეში მივალთ ლოგიკურ შედეგამდე - საქართველოს აღარ ეყოლება რუსული ხელისუფლება

ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ და როდესაც არ გამოსდით, ასე იმუქრებიან. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის პროტესტი არ გაჩერდება და ეს პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დავასრულებთ რუსულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ "ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებს".

ნიკა ობოლაძის განცხადებით, ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობაა.

„ჯერ ერთი, ეს ხალხი კანონის განხილვისას გამოდიოდა და ამბობდა, რომ სიტყვა აგენტი ნეიტრალური სიტყვაა და მერე რა მოხდა, თუ კანონში წერია და კარგ საქმესაც აკეთებენ გავლენის აგენტები. ახლა მიიღეს კანონი და ბლანკეტურად, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყენებენ ამ სიტყვას და ამბობენ, რომ ყველა აგენტები და დასაკავებლები არიან.

ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ. როდესაც არ გამოსდით, ასე ყვირიან და იმუქრებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის პროტესტი არ გაჩერდება, ეს პროტესტი გაგრძელდება და რამდენიმე კვირაში, თუ რამდენიმე თვეში მივალთ ლოგიკურ შედეგამდე. საქართველოს აღარ ეყოლება რუსული ხელისუფლება“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს