საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო სივრცეში შემონახული რარიტეტების აღდგენა დაიწყო

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო სივრცეში შემონახული რარიტეტების აღდგენა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ძველი ლამპიონების აღდგენითი სამუშაოები სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, სამსხმელო წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

როგორც სამსხმელო წარმოების და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორიის წარმომადგენელი ზაზა ახვლედიანი აცხადებს, რომ აღდგენილია და თავდაპირველი სახე მთლიანად აქვს შენარჩუნებული, გასული საუკუნის 50-იან წლებში ექსპლუატაციაში შესულ ლამპიონებს.

„ორიგინალური კონსტრუქციის ლამპიონები 70 წლის წინ დაიდგა პირველი კორპუსის წინ. თავისთავად, ამ პერიოდში ისინი დაზიანდა. აღდგენის პროცესში 60-ზე მეტი დასახელების თუჯის დეტალი დამუშავდა. რექტორის ინიციატივით შედგენილი პროექტის მიხედვით, ამ უნიკალური, რომელსაც ანალოგი არა აქვს, ლამპიონებისთვის მაქსიმალურად უნდა შეგვენარჩუნებინა პირვანდელი სახე - ჩვენ ეს შევძელით. ლამპიონების დაზიანებული დეტალების ჩამოსხმის პროცესი უკვე თითქმის დასრულებულია. მალე აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება“, - აცხადებს ზაზა ახვლედიანი.

სტუ-ის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 1954 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ამავე წელს, მის გარე პერიმეტრზე, ლამპიონები დამონტაჟდა. პირველი კორპუსის არქიტექტორები არიან ნეპრინცევი და გლაზკოვი, რომელთა ხელმძღვანელობით ლამპიონები ჩამოისხა. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, მიხეილ ნეპრინცევი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1919 – 1929 და 1959-1962 წლებში იგი ასწავლიდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ერთ-ერთი ძველი უმაღლესი სასწავლებელია და ამდენად, მისი ისტორიის თითოეული ფურცლის თუ კონსტრუქციის, რომელსაც ქართველი მამულიშვილები ქმნიდნენ, დაცვას მომავალი თაობებისთვის უდიდესი დატვირთვა აქვს. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ რარიტეტების აღდგენის პროცესი, მით უმეტეს, რომ ლამპიონებს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს ანალოგი არ აქვს, ექსკლუზიურია. ჩემთვის, როგორც პედაგოგისა და რექტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რესტავრაციაში სტუდენტები მონაწილეობენ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სამსხმელო წარმოებასა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორია ერთადერთია, სადაც თუჯის მხატვრული ნიმუშების აღდგენითი სამუშაოების პროცესის ჩატარებაა შესაძლებელი“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე არსებული, სამსხმელო წარმოებასა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების ლაბორატორიაში, რომელიც სპეციფიკიდან გამომდინარე, ლითონის დნობისა და ნაკეთობების მისაღებად, აღჭურვილია და გამართულია შესაბამისი დანადგარებით ტარდება შემდეგი სამუშაოები: საყალიბე ქვიშების თვისებების განსაზღვრა; ქვიშის მარცვლების ზომების განსაზღვრა; საყალიბე ნარევის აირგამტარიანობის განსაზღვრა; საყალიბე ნარევის ტენიანობის განსაზღვრა; საყალიბე ნარევის სიმტკიცის განსაზღვრა; მოდელების ტიპები და მათი დამზადება; ყალიბის თბოგამტარობის გავლენა სხმულის გაცივების სიჩქარეზე; რუხი თუჯის დნობა ინდუქციურ ღუმელში; ნადნობის თხიერდენადობის განსაზღვრა; თუჯის მიკროსისალის გაზომვა; მაღალმტკიცე თუჯის გამოდნობა; მაღალმტკიცე თუჯის თერმული დამუშავება; სხვადასხვა პარამეტრების გავლენა ნადნობის თხიერდენადობაზე; თხევადი შუაგულის ფორმა და სიგრძე და ჩამოსხმის სიჩქარის გავლენა თხევადი შუაგულის სიგრძეზე.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით