ჯაბა სამუშია AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა მუჰამედ კეტატამ თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე ფრანგული ენის სწავლების მხარდაჭერასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, AUF-თან უნივერსიტეტს მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რაც თსუ-სა და AUF-ში გაერთიანებულ პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შედეგია.

„ყოველივე ეს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას, ფრანგული ენის პოპულარიზაციასა და სწავლების მეთოდების განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე, ასევე, შეფასდა AUF - ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის საქმიანობის შედეგები. AUF მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია“,-აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს