თბილისში იუვენტუსის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის შემდეგ თბილისშიც მალე ახალი საფეხბურთო აკადემია გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარტია „ლელოს“ ლიდერები ტურინის იუვენტუსის დელეგაციასთან ერთად, ლისის ტბაზე იმყოფებოდნენ, სადაც მალე დამწყები ფეხბურთელებისთვის ტურინის იუვენტუსის ანალოგიური სასწავლო-სარეაბილიტაციო კომპლექსი გაიხსნება.

ტურინის იუვენტუსის დელეგაციის შემადგენლობაშია მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ტრეზეგეც.

„გვქონდა განხილვა კონკრეტული პროექტის განხორციელების თბილისში, ეს არ იქნება მარტო ბავშვთა სპორტული აკადემია, არამედ ეს იქნება იუვენტუსის დიდი კომპლექსი. ვსაუბრობთ, იუვენტუსის სპორტულ კომპლექსზე, სადაც იქნება სამედიცინო, სასტუმრო, გამაჯანსაღებელი, საკონფერენციო, სპორტული სივრცეები და ბავშვთა აკადემია, რომლის ანალოგიც არის ტურინში, ეს იქნება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისთვის სერიოზული ლენდმარკი“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კომპლექსის გახნა სპორტის განვითარებას „დიდ იმპულსს მისცემს“.

„ვფიქრობ, ეს ძალიან დიდ იმპულს მისცემს სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ამავე დროს იქნება სამედიცინო კუთხითაც ძალიან საინტერესო განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ქართველებს, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს გაუჩნდებათ საუცხოო ინფრასტრუქტურა, მსოფლიო სტანდარტის, რომელიც შეძლებს, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიოს სტუმრებს და რაც მთავარია, ქართველი ბავშვებისთვის იქნება უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს მათ რომ ითამაშონ ფეხბურთი ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე და შემდეგ ითამაშონ მსოფლიოს წამყვან კლუბებში“,- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა