გერმანიის მთავრობა - უკრაინას შეუძლია ხარკოვის სასაზღვრო რეგიონის დასაცავად გერმანული იარაღი გამოიყენოს

კიევს შეუძლია გამოიყენოს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი, რათა დაიცვას თავი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონზე, ქალაქ ხარკოვის გარშემო რუსეთიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიამ თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილა თავდასხმები, რომელსაც რუსეთი საკუთარი ტერიტორიიდან უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონის წინააღმდეგ, ქალაქ ხარკოვის გარშემო, ახორციელებს.

„ჩვენ ერთობლივად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინას აქვს საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან. ამისთვის მას ასევე შეუძლია გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი, მათ შორის, ჩვენს მიერ მიწოდებული, თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს