შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნის ავტორი სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგში - ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო?

ეუთო/ოდირის დასკვნის ავტორი არის ადამიანი, რომელმაც ევროსაბჭოს დასკვნა დაწერა და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგის სასამართლოში - ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ეუთო/ოდირის დასკვნა რეკორდულად მოკლე დროში დაიწერა“.

„ვნახეთ, რომ ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც ვვარაუდობ, მთავარი ავტორი, არის ადამიანი, რომელმაც ევროსაბჭოს დასკვნა დაწერა და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმე, ასევე, გელაშვილის ცემის საქმე არაფერი ყოფილა. ამას ამტკიცებდა ეს ადამიანი სტრასბურგის სასამართლოში და ახლა დასკვნის საშუალებით გვიმტკიცებს, რომ თურმე უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ცუდია. ამიტომ, რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი კითხვები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! ბოლო ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა? ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან, ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნისა, დიდი ალბათობით მთლიანად ამ ადამიანს მიანდვეს და მისი ტექსტია. არ მგონია საბჭოს სხვა წევრები დიდად ჩართულები ყოფილიყვნენ ამაში.

ნებისმიერ მომენტში, მათ შორის ახლაც, მას შემდეგ რაც კანონი მიღებულია, მზად ვართ დისკუსიისთვის ამ საკითხზე. ორი თვის განმავლობაში ვიხილეთ ხელის აქნევა, რომ არა, ღირებულებებს არ შეესაბამება. რომ ეკითხები, რომელ ღირებულებებს და რატომ, პასუხი გაიგეთ ხომ, რაც ჰქონდა პრეზიდენტის წარმომადგენელს: „იმიტომ“. ასე "იმიტოობით" გველაპარაკებიან ორი თვე და ეს რა თქმა უნდა, სერიოზული არაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნის ავტორი სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგში - ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო?

ეუთო/ოდირის დასკვნის ავტორი არის ადამიანი, რომელმაც ევროსაბჭოს დასკვნა დაწერა და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგის სასამართლოში - ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ეუთო/ოდირის დასკვნა რეკორდულად მოკლე დროში დაიწერა“.

„ვნახეთ, რომ ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც ვვარაუდობ, მთავარი ავტორი, არის ადამიანი, რომელმაც ევროსაბჭოს დასკვნა დაწერა და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმე, ასევე, გელაშვილის ცემის საქმე არაფერი ყოფილა. ამას ამტკიცებდა ეს ადამიანი სტრასბურგის სასამართლოში და ახლა დასკვნის საშუალებით გვიმტკიცებს, რომ თურმე უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ცუდია. ამიტომ, რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი კითხვები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! ბოლო ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა? ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან, ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნისა, დიდი ალბათობით მთლიანად ამ ადამიანს მიანდვეს და მისი ტექსტია. არ მგონია საბჭოს სხვა წევრები დიდად ჩართულები ყოფილიყვნენ ამაში.

ნებისმიერ მომენტში, მათ შორის ახლაც, მას შემდეგ რაც კანონი მიღებულია, მზად ვართ დისკუსიისთვის ამ საკითხზე. ორი თვის განმავლობაში ვიხილეთ ხელის აქნევა, რომ არა, ღირებულებებს არ შეესაბამება. რომ ეკითხები, რომელ ღირებულებებს და რატომ, პასუხი გაიგეთ ხომ, რაც ჰქონდა პრეზიდენტის წარმომადგენელს: „იმიტომ“. ასე "იმიტოობით" გველაპარაკებიან ორი თვე და ეს რა თქმა უნდა, სერიოზული არაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა