საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 5 ივნისს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზემო მაჩხაანის, ზემო ქედის, თავწყაროს, გამარჯვება 2-ისა და დედოფლისწყაროს გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მაჩხაანი, მირზაანი, არბოშიკი, ოზაანი, ქვედა ბოდბე, ილიაწმინდა, ქვემო მაღარო, გამარჯვება, თავწყარო, ჭოეთი, ზემო ქედი, ქვემო ქედი, სამთაწყარო და ხორნაბუჯი. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდებათ ავტო გასამართ სადგურებს: „ეტლი 2006“ და „ბაგო 2“.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება