ვოლოდიმირ ზელენსკი - ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი - არ ვფიქრობ, რომ პუტინი გიჟია, ის სახიფათოა, ეს კი ბევრად უფრო საშიშია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთთან მოლაპარაკებები არარეალურია.

Guardian-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება იქნება "ხაფანგი", რადგან პუტინი დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას და მისი დაჯერება არ შეიძლება.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი გამოიყენებს ნებისმიერ პაუზას, რათა „გაძლიერდეს კუნთები ბრძოლის ველზე“ და ადრე თუ გვიან კვლავ დაარტყამს უკრაინას. მისი თქმით, „რუსული ფაშიზმის იდეოლოგიის“ გამო, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის მსგავსია, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით და რომ პუტინის სასტიკი მეთოდიკა იგივეა, რაც ნაცისტური გერმანიის.

ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის შეეცდება კიდევ უფრო შეცვალოს ევროპის საზღვრები სხვა ქვეყნებზე თავდასხმით.

"ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი. არ ვფიქრობ, რომ პუტინი გიჟია. ის სახიფათოა - ეს კი ბევრად უფრო საშიშია. ის არ გაჩერდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება