ტყიბულის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ძალიან სასაცილოა მთელი ეს პროცესი, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ახალგაზრდების შეშინებას სასამართლოში დაბარებით

ძალიან სასაცილოა მთელი ეს პროცესი, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ახალგაზრდების შეშინებას სასამართლოში დაბარებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის საკრებულოს წევრმა, ცოტნე აბესაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ადამიანი, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებზე დგას, იდგება იქამდე, „სანამ საქართველოს ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან არ დაიხსნის“.

„ძალიან სასაცილოა, როდესაც გვიბარებენ და რასაც გვეკითხებიან, თუ რამდენი ხალხი ვიყავით, რას ვაკეთებდით და ა.შ. ივანიშვილის რუსული რეჟიმი ცდილობს ახალგაზრდების შეშინებას სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ყველანი, ვინც იქ ვდგავართ, ვდგავართ სამშობლოს სიყვარულის გამო და ერთადერთი თუ რამეში შეიძლება ჩვენ ეჭვმიტანილები ვიყოთ, ეს არის სწორედ საქართველოს სიყვარული და ვიდგებით იქამდე, სანამ საქართველოს არ დავიხსნით ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან“,- განაცხადა ცოტნე აბესაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს