31 მაისს, მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც საქართველოც უერთდება

31 მაისს, მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც საქართველოც უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ახალი პროდუქტების აღმოცენება საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, თამბაქოს კონტროლი უნდა იყოს არამხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ყველა სექტორის განვითარების დღის წესრიგში. მისივე თქმით, ქვეყანაში მაჩვენებლები იკლებს, თუმცა მაინც საყურადღებოა 16 წლის ასაკობრივ ჯგუფში 10-დან ერთი ბავშვი მწეველია, რაც შეეხება მწეველობის სიმძიმეს ზოგად მოსახლეობაში 18-დან 68 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 28% არის მწეველი და ეს უკავშირდება უდიდეს დანახარჯს, როგორც ფინანსურად ასევე სოციალურად და კლინიკური ჯანმრთელობის დანაკარგის კუთხით.

სპეციალისტების განცხადებით, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს ათასობით მოქალაქის გარდაცვალებას და ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება