ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის უსაფრთხოების სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ანგარიში მოისმინა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში - სამართლებრივი შესაბამისობა და აღსრულების ეფექტიანობა მოისმინეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე თემატურმა მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა სალომე ქურასბედიანმა წარადგინა.

„შრომის უსაფრთხოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ კუთხით გატარდა არაერთი რეფორმა. შრომის ინსპექციის შექმნის და მისი საქმიანობის დაწყების შემდეგ საკმარისი დრო არის გასული იმისთვის, რომ შევაფასოთ თუ როგორ ხდება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში შესრულება, რა გამოწვევები არსებობს და რა არის კიდევ დარჩენილი შესასრულებელი ასოცირების შესახებ შეთანხმების გათვალისწინებით", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წარმოდგენილი დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების და შრომის ინსპექციის ყოველწლიური ანგარიშების ანალიზს, შრომის უსაფრთხოების სფეროში დაინტერესებულ პირთა წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გამოკითხვის შედეგებს.

„პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2018-2023 წლებში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმაზე და რეფორმის შედეგად ჩამოყალიბებულ ეფექტიან ინსპექტირების სისტემაზე.

აღინიშნა, რომ უსაფრთხოების ნორმებზე საზედამხედველო უწყების შექმნამ, ინსპექტირებათა რიცხოვნობის ზრდამ, ცნობიერების ამაღლების და პრევენციული სანქცირების პოლიტიკამ დასაქმებულთა უბედური შემთხვევათა რაოდენობის საგრძნობი შემცირება გამოიწვია.

სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის