შალვა პაპუაშვილი - საფრანგეთი დიდია და ატომური ბომბი აქვს, ჩვენ ვართ პატარა და არ გვაქვს ატომური ბომბი, ამიტომ საფრანგეთს შეიძლება ჰქონდეს ასეთი კანონები და ზოგიერთს ჰგონია, რომ ჩვენთვის არ შეიძლება

განმასხვავებელი ის არის, რომ საფრანგეთი დიდია და ატომური ბომბი აქვს, ჩვენ ვართ პატარა და არ გვაქვს ატომური ბომბი. ამიტომ საფრანგეთს შეიძლება ჰქონდეს ასეთი კანონები და ზოგიერთს ჰგონია, რომ ჩვენთვის არ შეიძლება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჩვენ არ შეიძლება, გვქონდეს უსაფრთხოების, სახელმწიფო ინტერესები, არ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, თუ როგორ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს.

„ეს არის სინამდვილეში განსხვავება. ჩვენ ზოგიერთი გვიყურებს ზემოდან. ვგონივართ შეუმდგარი სახელმწიფო. ჰგონიათ, რომ აქ თითქმის ოთხი მილიონი ადამიანი ტერიტორიაზე უბრალოდ, მოძრაობს, დილით გაიღვიძებს, წავა სამსახურში, დაბრუნდება და ფიქრობს, არ შეიძლება, გვქონდეს ჩვენი უსაფრთხოების, სახელმწიფო ინტერესები, არ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, თუ როგორ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. ფიქრობენ, რომ საკმარისია, გვქონდეს 9 რეკომენდაცია და სახელმწიფომ გაიღვიძოს და დაიძინოს 9 რეკომენდაციაზე მუშაობით.

სხვა დანარჩენი თემები, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესია, არ აინტერესებს ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ზემოდან გვიყურებს, სხვათა შორის, ზომის მიუხედავად. მათ შორის, ბალტიის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის აქციაზე დგომა იმასაც გვაჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე პატარაა ზომითაც და მოსახლეობითაც, რატომღაც ჰგონია, რომ ზემოდან უნდა გვიყუროს და ჭკუა გვასწავლოს. რატომ ჰგონია ასე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დღემდე ვერ მივხვდი. ვიღაცებმა თავი შეაფარეს ევროკავშირს, გარანტირებული აქვთ ატომური დაცვის ქოლგა, ევროკავშირის სუბსიდიები, უსაფრთხოება. ჩვენ კი ამ გარანტიების გარეშე, ომის საფრთხის ქვეშ და ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ უკვე 30 წელია და ეკონომიკურად წინ მიიწევს ჩვენი ქვეყანა. იმის მიუხედავად, რომ იყო ბევრი მცდელობა, რომ შეერყიათ ეს ქვეყანა შიგნიდან თუ გარედან, ვერავინ მიაღწია იმ შედეგს, რომელიც მათ სურდათ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია