გორის მერია - გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს, აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ტურისტების სიმრავლე უსურვეს და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.

მოედანზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მხატვრული კულტურა და ხალხური რეწვის ნამუშევრები. გაიმართა კონცერტი გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.

დამთვალიერებლებს, რომელთა შორის იყვნენ ტურისტებიც, შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ უძველეს ისტორიულ - კულტურულ მემკვიდრეობას, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ღვინო და კერძები.

ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება