მიხეილ სააკაშვილი - ФСБ თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს - უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება

უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება, ახლა უწყვეტი მოქმედების დროა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ФСБ თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს.

„სომხეთმა ქვეყნიდან გაყარა რუსი ФСБ-შნიკები, რომლებიც ერევნის ზვარიტნოცის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლს ახორციელებდნენ.

გუშინდელი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ФСБ ახლა უკვე თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს.

აქედან უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება, ახლა უწყვეტი მოქმედების დროა!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება