მარნეულის მერია - მარნეულში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული, კულტურის ცენტრის ორგანიზებული ღონისძიებით გაიხსნა

მარნეულში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული, კულტურის ცენტრის ორგანიზებული ღონისძიებით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჯარო ბიბლიოთეკასა და ამერიკულ კუთხეში მოეწყო ხატვის მასტერკლასი, სახის მოხატვა, ლიტერატურული ვიქტორინა და სხვა შემეცნებითი თამაშები.

„ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი ესწრებოდნენ.

კვირეულის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდინარეობს, გასართობ აქტივობებთან ერთად წარმოდგენილი იქნება თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მარნეულის პროგრამა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!