პრემიერი - ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი, საქართველოს პოლიცია მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, დიდი მადლობა ამისთვის

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. არაერთხელ ვთქვი, და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს პოლიცია დღეს მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის მადლობა გადაუხადა და თანადგომა აღუთქვა.

„ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ურთულეს საქმიანობაში ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს - თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის და კვლავაც თანადგომას გპირდებით. მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“,- განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება