პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, საიდანაც მსვლელობით მშვიდობის ხიდთან მივლენ

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, საიდანაც მსვლელობით მშვიდობის ხიდთან მივლენ.

როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „დაფიონის“ წევრმა ზვიად ცეცხლაძემ შეკრებილებს განუცხადა, ლოზუნგი “არა რუსულ კანონს” უნდა შეიცვალოს მოწოდებით "არა რუსულ რეჟიმს!”

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აუცილებლად მივიჩნევთ შეიცვალოს, მათ შორის, ლოზუნგი და საერთოდ ბრძოლის წესიც, რადგან ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ვართ და რეპრესიული მანქანის ამუშავება, მხოლოდ დროის საკითხია. ჩემი აზრით, უნდა შეიცვალოს ლოზუნგი და უნდა გახდეს არა “რუსულ კანონს”, არამედ „არა რუსულ რეჟიმს“, რადგან ჩვენ გვყავს რუსული მარიონეტული რეჟიმი და არა ხელისუფლება.

ბრძოლას ვხედავთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში, რაც საერთაშორისო სამართლით ნებადართულია.

უფრო მეტი ბრძოლა და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, რადგან ეს არის გენერალური ბრძოლა საქართველოს თავისუფლების გადარჩენისთვის”,- განაცხადა ორგანიზატორმა.

როგორც ცეცხლაძემ განაცხადა, მშვიდობის ხიდზე გაშლიან სპეციალურ ბანერს, სადაც “მესიჯ ბოქსი” იქნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება