ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ წევრების საცხოვრებელ სახლზე გვიან ღამით, მუქარის შემცველი წარწერები კიდევ დატოვეს

ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ წევრების საცხოვრებელ სახლზე გვიან ღამით, მუქარის შემცველი წარწერები კიდევ დატოვეს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ილია გუჩმანიძე აცხადებს, მათ ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან ტერორი მიმდინარეობს.

გუჩმანიძე მომხდარზე შესაბამის ორგანოების მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვს.

„გუშინდელი არ გვაკმარეს და დღეს კიდევ დაამატეს, ოჯახზე სრული სახელისუფლო ტერორია, ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას! ამ სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე ქალი ცხოვრობს”, - აცხადებს ილია გუჩმანიძე.

ცნობისთვის, წუხელ ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცავებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა მიაწოდეს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების საცხოვრებელ სახლებზე შეურაცხმყოფელ წარწერებს ტოვებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ სამართალდამცავებმა დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გამოკითხვაზე დაიბარონ და ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს