აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდნენ, დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მეცნიერულ მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში“ გაიმართა და მასში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე დევნილი ოჯახების ბავშვები მონაწილეობდნენ.

„პროექტი მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას სხვადასხვა არაფორმალური, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობის მეშვეობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება