მიხეილ სარჯველაძე - დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება - ჩვენი მიზანია, მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ

ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია დაიწყოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა,მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მან ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან, ყველას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესები არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში.

„1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს, ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებლად,რომ ბავშვის ინტერესი წლის ყოველ დღეს უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ, ამიტომ ჩვენი სამინისტრო 1-ელ ივნისს ინიციატივით გამოდის, რომ დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს ჯანმრთელობაზე ყველას უფლება და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი