გიორგი ვაშაძე - საქართველოს მართავს ტერორისტულ-მოღალატეობრივი დაჯგუფება, „ქართული ოცნების“ სახით, კორუმპირებული და გახრწნილი ხელისუფლებით - ევროკავშირის წევრი ვერასდროს გავხდებით

დღეს საქართველოს მართავს ტერორისტულ-მოღალატეობრივი დაჯგუფება, „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ძარცვავს დღენიადაგ ჩვენს ქვეყანას- კორუმპირებული და გახრწნილი ხელისუფლებით, ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით ვერასდროს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა ჩამოაშოროს მმართველი პარტია ხელისუფლებას და ქვეყანა დაუბრუნოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას.

„ანტიკორუფციული ბიურო არ არსებობს ამ ქვეყანაში, ეს არის მორიგი გაუგებარი უწყება, რომელიც ცდილობს ხელი დააფაროს კორუფციას ქვეყანაში. დღეს საქართველოს მართავს ტერორისტულ-მოღალატეობრივი დაჯგუფება, „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ძარცვავს დღენიადაგ ჩვენს ქვეყანას. ზემდიდრები გახდნენ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ჩამოვაშოროთ ისინი მმართველობას და დავუბრუნდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. დღეის მდგომარეობით, არათუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი, მთლიანად შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და კორუმპირებული და გახრწნილი ხელისუფლებით, ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით ვერასდროს“,- განაცხადა ვაშაძემ.

მან ეუთო/ოდირის დასკვნაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ ყველა მუხლის მაგალითზე განმარტეს, რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რუსული.

„ქართული ოცნება“ ყველას ესხმის თავს, მათ შორის, ძალიან არ უნდა, რომ ეუთო/ოდირიდან დამკვირვებლები ჩამოვიდნენ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ისე ეუთო/ოდირმა ისიც კი გაუქარწყლა და მუხლობრივად უთხრა, რატომ არის ეს კანონი რუსული. ვამბობდი, რომ, მე მგონი, მარსზე რომ სიცოცხლე იყოს, ისინიც გააკეთებდნენ უკვე განცხადებას, რომ ეს კანონი არის რუსული, აღარაფერი არ დარჩა სამყაროში, ვინც განცხადება არ გააკეთა. ჯერჯერობით მარსზე არ არის წარმომადგენლობა, თორემ იქიდანაც შემოხმიანება იქნებოდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ რუსული კანონისგან და რუსული რეჟიმისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ეს არის ჩემი პასუხი ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ვაშაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო