აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ბად ჰომბურგში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ბად ჰომბურგის მერს, ალექსანდერ ჰეტიეს შეხვდნენ. შეხვედრაზე პრიორიტეტული მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე მონაწილეობდნენ.

„ბად ჰომბურგის მერის მიერ ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით გამოითქვა მზაობა საქართველოში ვიზიტის შესახებ.

ალექსანდერ ჰეტიეს მიწვევით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ბად ჰომბურგის პოლიტიკური და ბიზნესის წარმომადგენლების წვეულებას დაესწრნენ.

გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბად ჰომბურგის კლინიკის მენეჯმენტს შეხვდნენ და მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს, რომელიც გამორჩეული ულტრათანამედროვე აპარატურის ფართო სპექტრითა და საუკეთესო ექიმებით.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზეც, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის კუთხით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება