გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ დამფრთხალია - ძალადობრივი ქმედებები ხალხის ნებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მათ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანეს

მათი ძალადობრივი ქმედებები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხალხის ნებაზე, რადგან მათ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანეს, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას.

ვაშაძის თქმით, ცვლილებები გარდაუვალია.

„დღეს, გამთენიისას, ხელისუფლების მართული ჯგუფების მიერ მთავარი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ დამფრთხალია და შეშინებული ცდილობს თავად დანერგოს შიში საზოგადოებაში, რაც არ გამოუვიდა და არც გამოუვა.

მათი ძალადობრივი ქმედებები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხალხის ნებაზე, რადგან მათ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანეს.

ხელისუფლების უკანონო და ძალადობრივი ქმედებები კიდევ უფრო არალეგიტიმურს ხდის “ქართულ ოცნებას” და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცვლილებები გარდაუვალია”, - აცხადებს ვაშაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს