ეკონომიკის სამინისტრო - კომპანია CCCG არ მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში, ასევე, არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების  ქვეკონტრაქტორს - პროექტის წინააღმდეგ პოლიტიზირებული კამპანია მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ პოლიტიზირებული კამპანია მიმდინარეობს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიის ზოგიერთ საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ინვესტორის შერჩევის კონკურსში მონაწილე პრეტენდენტის შესახებ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ინფორმაციაში მითითებული კომპანია CCCG არ მონაწილეობს რაიმე სახით ზემოთაღნიშნულ კონკურსში და ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს.

განვმარტავთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო და საბოლოო წინადადება წარმოადგინა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური). აღნიშნულ კონსორციუმსა და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიებზე ეკონომიკის სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიზირებული კამპანია, მათ შორის, კონკრეტული მედიასაშუალებების ჩართულობით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს