„ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი - პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიების მხოლოდ 187-ე მუხლით დაწყება არასწორია - იკვეთება კერძო საკუთრებაზე წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტის, ლაშა ტყეშელიაძის განცხადებით, პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიების მხოლოდ 187-ე მუხლით დაწყება არასწორია, „რადგან კერძო საკუთრებაზე წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა იკვეთება“.

მისი თქმით, გამოძიება გუშინვე უნდა დაწყებულიყო, როდესაც დანაშაული მოხდა.

„გამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით და 187-ე მუხლით მხოლოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე. ეს იყო ჯგუფური და ორგანიზებული თავდასხმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მხოლოდ ჯგუფური კი არა, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი მოვიდა და დაესხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს“, - განაცხადა ლაშა ტყეშელიაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს