თელავში „მშვიდობის პარკი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საზეიმო ღონისძიებებით გაიხსნა

თელავში „მშვიდობის პარკი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა პარკში შეკრებილ პატარებთან ერთად საზეიმო ღონისძიებებით გახსნეს.

თელავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სტუმრებს უამრავი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა დახვდათ.

„პარკის სტუმრების განწყობაზე ანიმატორები და სხვადასხვა როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები ზრუნავდნენ.

ღონისძიებაში ჩართული იყო სხვადასხვა, ორგანიზაცია, სტუდია და იმ ადამიანები, რომლებმაც სრულიად უანგაროდ, ჩვენი ბავშვებისათვის, მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღის გალამაზებაზე იზრუნეს.

„მშვიდობის პარკი“, რომელიც 2 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა გაშენებული, აერთიანებს სხვადასხვა საბავშვო-გასართობ კუთხეს, ტრენაჟორს, კახეთის რეგიონში პირველ სკეიტ პარკს, ველო და ფეხით სასიარულო ბილიკებს. პარკის გაშენება 2022 წლის მაისში დაიწყო და ჯამურმა ბიუჯეტმა 2 516 448 ლარი შეადგინა. პროექტი დაფინანსებულია საპილოტე რეგიონული ინტეგრირებული განვითარების პროგრამის მიერ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება