საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში,  გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კოტის თეატრალურმა ჯგუფმა წარმოდგენა გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული, გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალით გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ფესტივალის, რომელიც იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პატრონაჟით და თბილისის მერიისა და მარნეულის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს, ფარგლებში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში.

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მეორედაა ფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელი.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი, ტრადიციულად, გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალით იწყება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, საინტერესო და მრავალფეროვანი ფესტივალი, რომლის მასპინძლობა დიდი პატივია. საქართველოს ჩათვლით, ფესტივალში ექვსი ქვეყანა მონაწილეობს, ჩვენი უნივერსიტეტი კი ერთ-ერთი მასპინძელია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის გოჩა ჩოგოვაძის სახელობის იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის - „ინფორმაციული საზოგადოება“, ხელმძღვანელს და ფესტივალის დირექტორს, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალურ მდივანს ლევან ხეთაგურს და ასევე, ფესტივალის სხვა ორგანიზატორებს. დღეს მაყურებლის წინაშე წარდგება ირანის ისპაჰანის პროვინციის - შაჰინ შაჰრი, თეატრალური ჯგუფი კოტი, წარმოდგენით „დღეს მე გავხდები ხე“. სცენარი სპეციალურად ფესტივალისთვის ქართულად ითარგმნა და დღეს ირანელი მსახიობები ქართველ მაყურებელს მშობლიურ ენაზე წარუდგენენ მეტად საინტერესო სპექტაკლს. წარმატებას ვუსურვებ ფესტივალის ორგანიზატორებს“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორები არიან ეროვნული სასახლე, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი და სხვა. ფესტივალის პარტნიორები კი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გოჩა ჩოგოვაძის სახელობის იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა, თოჯინების თეატრი, სოხუმის თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი და სხვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება