ბაია კვიციანმა საინფორმაციო კამპანიის -  „ნუ წაართმევ ბავშვობას“ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ბაია კვიციანმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრადიციული საინფორმაციო კამპანიისადმი - „ნუ წაართმევ ბავშვობას" მიძღვნილ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.

„ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიას „ნუ წაართმევ ბავშვობას“ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეხუთე წელია ატარებს და მის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს არაერთ ღონისძიებას, მათ შორის, შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები. შეხვედრების ფარგლებში, ბავშვებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით დამზადებული ბრენდირებული მასალა გადაეცემათ. კამპანიის ფარგლებში, აგრეთვე, ჩატარდება ესეების კონკურსი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება