პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევაზე - გეკითხებით „ოცნების" ლიდერებს, ეს ქმედებები, თქვენი არჩეული ძალადობრივი გზა სად მიგიყვანთ თუ არა კრემლში? - კი ევროპას! საქართველო არასდროს გახდება რუსეთი!

კარგია, თქვენც გიგრძნიათ რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოგიტანათ და ამ პოლიტიკურ ჭაობში თქვენი ფორთხიალი კიდევ უფრო მოასწრაფებს თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე თავდასხმას და მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.

„ის ვანდალიზმი, რომ ხელისუფლების ზონდერ ჯგუფები შეიჭრნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და სასტიკად დაარბიეს, მიუთითებს იმაზე, რომ დამფრთხალ ივანიშვილს ეშინია არჩევნების. პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლები ორი დღის წინ ნიშნის მოგებით საუბრობდნენ, კი მივიღეთ „რუსული კანონი“, მაგრამ რუსეთში გავიღვიძეთო? მადლობა ღმერთს ქართველი ხალხის დამსახურებით საქართველო არასდროს გახდება რუსეთი მაგრამ გეკითხებით, წუხელ მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევა რუსული ქცევაა თუ ევროპული? სამართალდამცავების მხრიდან ოპოზიციურ ლიდერებზე თავდასხმა რუსულია თუ ევროპული? სამოქალაქო აქტივისტების ცემა რუსული ქცევაა თუ ევროპული? მოქალაქეების სახლებთან ზონდერების დახვედრება და ცემა არის რუსული ქცევა თუ ევროპული? ძალოვანი უწყებების რეპრესიულ მექანიზმებად გამოყენება, ვგულისხმობ სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას და მათ წინააღმდეგ საქმეების აღძვრას, რუსული ქცევაა თუ ევროპული?

გეკითხებით „ქართული ოცნების" ლიდერებს, ეს ქმედებები, თქვენი არჩეული ეს ძალადობრივი გზა სად მიგიყვანთ თუ არა კრემლში? კარგია, თქვენც გიგრძვნიათ რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოგიტანათ და ამ პოლიტიკურ ჭაობში თქვენი ფორთხიალი კიდევ უფრო მოასწრაფებს თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს. კი ევროპას! საქართველო არასდროს გახდება რუსეთი!" - განაცხადა მანჯგალაძემ

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის