ავთანდილ ცინცაძემ სოფელ დიღომში  მცხოვრებ პატარებს  ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ ცინცაძის ინიციატივით, სოფელ დიღომში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან არველაძეც ესწრებოდა.

როგორც ავთანდილ ცინცაძემ ღონისძიებაზე განაცხადა, ყველა პატარა იმსახურებს ლაღ, ბედნიერ ცხოვრებას და შესაბამისად, თითოეული მათგანისთვის სათანადო პირობების შექმნა უმნიშვნელოვანესია.

„ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოფელ დიღომში ჩვენი პატარა მეგობრებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გავმართეთ, რათა გაგველამაზებინა მათთვის ეს დღე. მინდა ყველას მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერი ცხოვრება და წარმატებები. არა მარტო დღევანდელი დღე, არამედ თითოეული დღე ბედნიერების და სიკეთის მომტანი უნდა იყოს მათთვის. ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავი კი პატარებისთვის საუკეთესო პირობების შექმნაა“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე პატარების განწყობის შესაქმნელად ანიმატორები, ზღაპრის გმირები, დიჯეი და მხატვრები ზრუნავდნენ. სოფელ დიღომში საბავშვო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ დღესასწაულში თითოეული სტუმარი აქტიურად იყო ჩართული.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო