თსუ-ში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსულ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, ასევე, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თსუ ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პატარები სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში ჩაერთნენ.

„თსუ-ის ეზოში ბავშვებისთვის სახალისო ქიმიური ცდები, იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები, კალიგრაფისტებისა და სახის მოხატვის კუთხე მოეწყო. სტუმრების მხიარულ განწყობაზე იზრუნეს ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვებმა და ანსამბლ „მძნობარის“ პატარა ბალერინებმა. ღონისძიება გაახალისეს „სანტეს ლოკო-მოკოს“ ანიმატორებმა; ხოლო „საბავშვო კარუსელისა“ და საბავშვო გამომცემლობა „დილას“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით გაამხიარულეს პატარები.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში პატარებს ბიბლიოთეკაში დახვდნენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, რომლებმაც ბავშვებს წაუკითხეს თავიანთი მოთხრობები“, - ნათქვამია თსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება