ლაშა ფარულავა - 33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა - არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ

33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა - ამ წუთისთვის, არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, „ივანიშვილის პარტიამ შუბებით, ქვებით და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომელიც დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ ესხმის თავს.

“33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა. ივანიშვილის პარტიამ შუბებით, ქვებით და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომელიც თბილისის ქუჩებში დათარეშობს და პირდაპირ თავს ესხმის დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ წუთისთვის, არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ. რატომ? - იმიტომ, რომ თავის თავს ხომ არ დაიჭერენ?! ერთადერთი გამოსავალი ამ რუსული პარტიის დამარცხება და ქართველი ხალხის გამარჯვებაა”,-განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება