ლოიდ ოსტინი - ჩინეთთან ომი არ არის გარდაუვალი, არც ის, რისი თავიდან აცილებაც არ შეიძლება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც ის, რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის სწრაფი ესკალაციის მიუხედავად.

მისი თქმით, მას და მის ჩინელ კოლეგას შორის განახლებული დიალოგი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ "არასწორი გათვლების და გაუგებრობების" თავიდან აცილება მოხდეს.

„სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, შეგვიძლია გამოვავლინოთ ის საკითხები, რომლებიც პრობლემურია და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავაყენეთ სამაგრები, რათა არ მოხდეს მცდარი აღქმა და არასწორი გათვლები. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ, მაშინ შეგიძლია, თუ ლაპარაკობ“, - აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ რეგიონში ერების უფლებების დაცული იყოს და მათ თავიანთ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებზე წვდომა ჰქონდეთ.

”ჩემი აზრით, ჩინეთთან ომი არ არის გარდაუვალი, ან ის, რისი თავიდან აცილებაც არ შეიძლება. დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყნების ლიდერებმა უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა, რათა შევამციროთ არასწორი გათვლები და გაუგებრობები. ყოველი საუბარი არ იქნება ბედნიერი დიალოგი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ერთმანეთთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების მხარდაჭერა მათი ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ლოიდმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება