ირაკლი ღარიბაშვილი - არ და ვერ გამოვჩნდებოდი ღონისძიებებზე, სადაც პროტოკოლით არ მეკუთვნოდა - რაც შეეხება კანონს, ნუღარ ილაპარაკებთ და ინერვიულებთ, კანონი მიღებულია, მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით

არ და ვერ გამოვჩნდებოდი ღონისძიებებზე, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულია და ოპონენტებს არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.

„ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა, არ გამოჩენაზე. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, არსებობს სახელმწიფო პროტოკოლი, ამიტომ ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა.

რაც შეეხება კანონს. კანონზე ნუღარ ილაპარაკებთ და ინერვიულებთ. კანონი მიღებულია. მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით!“ , - მიმართა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან შესაძლოა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოებები არსებობდეს, რასაც მისი შეფასებით პარტნიორებთან დიალოგი და დისკუსია სჭირდება.

“ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ უვიზო რეჟიმი. დღეს თქვენ თავისუფლად, რომ გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს უნდა დააფასოთ. ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ.

ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპასთან. თუმცა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ.

ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ!”, - დასძინა მედიასთან ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს