ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწე - ჯო ბაიდენის გეგმა, ღაზასთან დაკავშირებით, არ არის კარგი გარიგება, მაგრამ ისრაელი მას თანხმდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწე, ოფირ ფალკი ადასტურებს, რომ ისრაელმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული ჩარჩო შეთანხმება ღაზაში ომის შესაჩერებლად, თუმცა აცხადებს, რომ ის ხარვეზებს შეიცავს და გაცილებით მეტ სამუშაოს საჭიროებს.

"ეს არის გარიგება, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით - ეს არ არის კარგი გარიგება, მაგრამ ძალიან გვინდა მძევლების გათავისუფლება, ყველა მათგანის გათავისუფლება. ბევრი დეტალია დასამუშავებელი", - განაცხადა ოფირ ფალკიმ, რომელიც არის ნეთანიაჰუს მთავარი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში და დასძინა, რომ ისრაელის პირობები, მათ შორის მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის“, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება, არ შეცვლილა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის