ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს.

სინგაპურში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იმისთვის, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა დაუშვა, მაგრამ მისი თქმით, ასევე უნდა მოიხსნას შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე.

"საკმარისია ეს“ (ნებართვა) არა. რატომ? იმიტომ, რომ მოგიყვანეთ აეროდრომების მაგალითი, საიდანაც რუსეთი ისვრის გამუდმებით, მშვიდად იცის რა, რომ უკრაინა არ უპასუხებს, რადგან არ აქვს შესაბამისი სისტემები და ნებართვა“,- განმარტა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს შორი მოქმედების არტილერიისა და დაახლოებით 300 იარაღის სისტემის გამოყენებას საზღვრის საკუთარ მხარეს უკრაინაზე თავდასხმისთვის.

„ასე რომ, მათ აქვთ ეს იარაღი და იციან, რომ უკრაინას არ შეუძლია მათკენ მიმართოს დასავლური იარაღი, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენს წინააღმდეგ ისვრიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციაზე ამერიკული იარაღით დარტყმისთვის შეზღუდული ნებართვა მიიღეს. თეთრ სახლში განმარტეს, რომ ამერიკული იარაღით დარტყმის ნებართვა ვრცელდება არა მხოლოდ ხარკოვის, არამედ სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიებზეც. ამავდროულად, ნებართვა არ ვრცელდება ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება