ნინო ლომჯარია - რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა - იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს

ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა - იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმის - "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ საქველმოქმედო აქცია-კონცერტის დაწყებამდე განაცხადა, რომლის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა.

მისივე თქმით, უკანონოდ დაჩაგრულების მიმართ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი სოლიდარულები არიან.

“ვფიქრობ, ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც უკანონოდ დაიჩაგრა საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი მათ მიმართ სოლიდარულები ვართ. დღეს სოლიდარობის დღეა. უპრეცედენტო ინტერესი იყო მუსიკოსების მხრიდან. მადლობა მათ. იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს და ყველას, ვინც ზიანი მიიღო და დახმარება სჭირდება”,- აღნიშნა ლომჯარიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება