პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტზე - „ევროპული მომავლისთვის“ მოქალაქეები იკრიბებიან

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც 22:00 საათზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი - „ევროპული მომავლისთვის“ არის დაანონსებული, მოქალაქეები იკრიბებიან.

კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.

როგორც ცნობილია, სპეციალურად ამისთვის ანგარიშის ნომერია შექმნილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.

მოქალაქეებს მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ამასთან ბანერები წარწერით: “არა რუსულ კანონს”, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

აქცია-კონცერტის დაწყებამდე “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა გაიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება