თეონა აქუბარდია - არ უნდა დავუშვათ მოქალაქეებში იმედგაცრუება - მნიშვნელოვანია, ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბნებთან, ერთობით და მთავარი იდეით, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბნებთან, ერთობით და მთავარი იდეით, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქცია-კონცერტის პარალელურად განაცხადა.

ამასთან, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მოქალაქე მართლმსაჯულების პირისპირ მარტო არ დარჩნენ, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ.

"რუსული კანონის" მიღების შემდეგ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მოქალაქეებში იმედგაცრუება, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში კანონს აპროტესტებდნენ. ისინი მარტო არ უნდა დავტოვოთ, უსამართლო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოს მეშვეობით შექმნა. მეც დღეს აქვს ვარ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებად იყენებდნენ და კანონს აპროტესტებდნენ გვერდში დავუდგეთ და თავი დამარცხებულად არ ვაგრძნობინოთ. "ქართული ოცნება" ისტერიკაში და შეშინებულა, ამაზე ის ტერორიც მეტყველებს, რომელიც კანონის მიღების შემდეგ ვნახეთ.

ამ ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბნებთან, ერთობით და მთავარი იდეით, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება