„დროას“ ინფორმაციით, ზუგდიდში პარტიის წევრს მარიამ სიჭინავას თავს დაესხნენ

„დროას“ ინფორმაციით, ზუგდიდში პარტიის წევრს მარიამ სიჭინავას თავს დაესხნენ.

პარტიის ინფორმაციით, მომხდარის დროს ის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, მარიამ სიჭინავას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„2 ივნისს, “ქართული ოცნების” დაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია “დროას” წევრს, მარიამ სიჭინავას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მარიამი ამბობს, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა.

ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი ვიცით. თითოეული თქვენგანი მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის ღალატისთვის!

არა რუსულ რეჟიმს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

მარიამ სიჭინავა კლინიკაშია გადაყვანილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს