რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი, “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” დასრულდა - ორგანიზატორების ინფორმაციით, მარათონზე ამ დროისთვის 250 000 ლარი შეგროვდა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი სახელწოდებით: “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” დასრულდა.

კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარება იყო კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.

აქცია-კონცერტის მიმდინარეობისას მოქალაქეებს QR კოდები დაურიგდათ, მასზე ის ანგარიშის ნომრები იყო დატანილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.

მარათონზე, 01:00 საათის მონაცემებით, 250 ათასი ლარი შეგროვდა.

აქცია საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა, მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ამასთან ბანერები წარწერით: “არა რუსულ კანონს”, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

აქცია-კონცერტის დაწყებამდე “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება