რუმინეთი უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემას განიხილავს

რუმინეთი უკრაინისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემის - Patriot-ის გადაცემის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და თუ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

„პირველ რიგში, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ საუკეთესო გადაწყვეტილებები. ამ დროისთვის წინადადება ანალიზის ეტაპზეა“, - განაცხადა რუმინეთის პრემიერმა.

მისი თქმით, საკითხი საჯაროდ არ განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებას არ შეასუსტებს.

„ვიცი, რომ ეს საინტერესო თემაა. მე შევქმნიდი ახალ ამბებს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ სიმწიფეს, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი რამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აღნიშნა ჩიოლაკუმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს