ინდოეთში ძლიერ სიცხეს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ძლიერ სიცხეს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ შტატ უტარ პრადეშში სიცხის გამო 33 ადამიანი დაიღუპა, ოდიშას შტატში კი სიცხეს 20-მდე ემსხვერპლა.

გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა 1-ელ ივნისს დაფიქსირდა, როდესაც ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

უტარ პრადეშში დაღუპულებს შორის არიან პოლიციელები, საარჩევნო უბნის ოფიციალური პირები, დაცვის თანამშრომლები და სანიტარული პერსონალი.

გარდაცვალების შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ, სიცხეს უკავშირდება, ასევე დაფიქსირდა ბიჰარის, მადჰია პრადეშისა და ჯარხანდის შტატებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება