ირაკლი კობახიძე - ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 30 მაისიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.

„მინდა შეგახსენოთ, რომ 28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, ავიარეისების რაოდენობა. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება