ირაკლი კობახიძე - სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ

ჩვენი სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ქართველ ძიუდოისტებს აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა, ასევე, საფეხბურთო ნაკრების წევრს, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიულოცა.

„მინდა ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა. როგორც მოგეხსენებათ, აბუ-დაბიში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედალი, ერთი ვერცხლის მედალი და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვულოცავ მათ ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. გიორგი სარდალიშვილს და ტატო გრიგალაშვილს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონობას. ასევე, გურამ თუშიშვილს ვულოცავ ვიცე-ჩემპიონობას და ვაჟა მარგველაშვილს ვულოცავ ბრინჯაოს მედალს. ასევე, ძიუდოისტთა ნაკრებს ვულოცავ ბრინჯაოს პრიზიორობას გუნდურ ასპარეზობაში. ასევე, მინდა მივულოცო ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრს, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, ესეც ძალიან დიდი წარმატებაა. ვულოცავ ოთარს ამ ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას. ეს ორი კვირა იყო იმის თვალსაჩინო დასტური, რომ ჩვენი სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება