ირაკლი ფავლენიშვილი - ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საერთოდ გადაუხვიოს ევროკავშირის გაცხადებულ საგარეო კურსს

ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საერთოდ გადაუხვიოს ევროკავშირის გაცხადებულ საგარეო კურსს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებისა“ და ყირგიზეთის პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრა შეაფასა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს ასევე იმასაც, რომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ საგარეო პოლიტიკური ვექტორი.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საერთოდ გადაუხვიოს ევროკავშირის გაცხადებულ საგარეო კურსს, უსაფრთხოების კონცეფციას. ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მიიღოს ევროკავშირის ხედვის საწინააღმდეგოდ და თავისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება