ლევან დავითაშვილი - გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით - ჩვენ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც ცალსახად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით - ჩვენ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც ბუნებრივია ცალსახად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე საუბრისას განუცხადა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ამოქმედების შემდეგ კანონთან მიმართებაში უფრო რაციონალური მიდგომები იქნება.

„არაერთხელ გვქონდა საუბარი, რომ ემოციები სჭარბობს ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ამოქმედების შემდეგ კანონთან მიმართებაში უფრო რაციონალური მიდგომა იქნება, თუ არსებობს კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები მსჯელობა იქნება აღნიშნულზე და არა უბრალოდ კანონის მიღება-არ მიღებაზე. კანონი უკვე მიღებული იქნება. ამოქმედების პირობებში ჩვენ დავინახავთ კანონის მუშაობა როგორი იქნება. იცით, რომ თითოეულ კანონს სჭირდება აღსრულების პირობებში გარკვეული გამოცდა, ვფიქრობ, ასეც იქნება. საბოლოოდ, მივიღებთ შედეგებს, ჩვენ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც ბუნებრივია ცალსახად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება