მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი ხელში გადასცეს ჩვენი მტრის მოკავშირეებს - არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი ჩინეთს სასტუმრო აეშენებინა, რესტორანი გაეხსნა, მაგრამ ხელში აიღონ მთავარი სტრატეგიული მიმართულება, მიუღებელია!

ანაკლიის პორტი პირდაპირ ხელში გადასცეს სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს, ჩვენი მტრის მოკავშირეებს, ჩინელებს. არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი ჩინეთს სასტუმრო აეშენებინა, რესტორანი გაეხსნა, მაგრამ საუბარი, რომ ჩინელებმა შეიძლება ხელში აიღონ მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც უნდა აშენდეს საქართველოს კეთილდღეობა, მიუღებელია! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლაზიკა მიზიდულობის ცენტრი იქნებოდა ასევე აფხაზეთისთვის.

„ანაკლიის პორტი პირდაპირ ხელში გადასცეს სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს, მტრის მოკავშირეებს ჩინელებს. არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი ჩინეთს სასტუმრო აეშენებინა, რესტორანი გაეხსნა, მაგრამ საუბარი, რომ ჩინელებმა შეიძლება ხელში აიღონ მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც უნდა აშენდეს საქართველოს კეთილდღეობა, ეს მიუღებელია. მინდა ყველას შევახსენო, ჩვენ რომ დაგვცლოდა 1 წელი ლაზიკის პორტი უკვე აშენებული იქნებოდა. შემთხვევითი არ რომ ამ პორტს ლაზიკა ერქვა, ამას აქვს თავისი სტრატეგიული ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსი, როგორც რეგიონული ჰაბის. რამდენიმე მილიონი ლაზი ცხოვრობს ჩვენს რეგიონში, მათ შორის ძალიან მდიდარი ინვესტორები არსებობენ. ლაზიკა ასევე იქნებოდა მიზიდულობის ცენტრი აფხაზეთისთვის, ყველასთვის ვინც აფხაზეთიდან საქართველოს მიმართულებით გადმოდის“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია