ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა

3 ივნისს, პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი დაესწრება.

პარტიის ინფორმაციით, დეპუტატი აღნიშნული კომიტეტის ძირითადი წევრი და ერთ-ერთ მიმდინარე ანგარიშზე მომხსენებელია.

„კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილება თემები და ანგარიშები „ხანგრძლივი კოვიდის“, უკრაინელი ბავშვების, მომავალ თაობათა ადამიანის უფლებების შესახებ. დღის წესრიგშია ასევე ანგარიში ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის შესახებ. ამ უკანასკნელზე მომხსენებელია ეკა სეფაშვილი, რომელიც კომიტეტის წევრებს ანგარიშს წარუდგენს და სიტყვით მიმართავს, რასაც მოჰყვება თემაზე დისკუსია.

4 ივნისს, ვიზიტის დასასრულს, ეკა სეფაშვილი მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი გარემოს საკითხებზე კონტაქტ-პარლამენტართა კავშირის შეხვედრაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება